თამარ გაბუნია - ახალგაზრდებში „ბუსტერ” დოზების ფინანსური წახალისების დასაბუთება და გამართლება ამ ეტაპზე მწირია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალგაზრდებში „ბუსტერ” დოზების ფინანსური წახალისების გამართლება ამ ეტაპზე მწირია, რადგან ეს პროგრამა რისკ ჯგუფებზეა ორიენტირებული.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იგეგმება 50 წელს ქვემოთ მოსახლეობაში „ბუსტერ” დოზის წახალისება, გაბუნია ამბობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებად 65 წელს ზემოთ პირები უნდა დარჩნენ.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებად უნდა დარჩეს მაღალი რისკის ჯგუფები, ანუ 65 წლის ზემოთ ასაკობრივი პირები. ამდენად წახალისების პროგრამებიც მეტად იქნება ფოკუსირებული მაღალი რისკის ჯგუფებზე. გამომდინარე აქედან, ახალგაზრდებში „ბუსტერ” დოზების ფინანსური წახალისების დასაბუთება და გამართლება ამ ეტაპზე მწირია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს