ირაკლი ღარიბაშვილი - მედიკამენტის იმპორტისთვის ნებართვის აღებას 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა და ეს შევამცირეთ 7 დღემდე

იმპორტიორებს უნდა გავუხსნათ გზა. მედიკამენტის იმპორტისთვის ნებართვის აღებას 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა. ეს შევამცირეთ 7 დღემდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებართვის აღების ვადების შემცირება ბაზარზე კონკურენციის გაზრდას ხელს შეუწყობს.

პრემიერის თქმით, ფარმაცევტული კომპანიები თურქეთიდან მედიკამენტებს სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შემოიტანენ, რაც წამლების ფასს გააიაფებს.

„მე ვიცი, რომ ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე აქტიურად მუშაობენ, რომ თურქეთიდან ხარისხიანი, იაფი წამლები შემოიტანონ და ჩემი ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება მათი შეტანა აფთიაქებში. ესეც კარგი შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ რეალურად, ეს დანახარჯები ჩვენს მოსახლეობას დიდ ტვირთად აწევს, მაღალი ფასები მედიკამენტებზე არის მიუღებელი, ამიტომ ჩვენ ამაზე გვქონდა რეაგირება და გამოსავალიც მარტივად ვიპოვეთ.

დანარჩენი, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს საკანონმდებლო პროცესი დაწყებული აქვს, რაც ელექტრორეცეპტების დანერგვას ეხება, ეს ყველაფერი პროცესშია. ჩემი ინფორმაციით, ეს მარტიდან ჩაეშვება და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კონკურენციის გაზრდას ხელს შეუწყობს. იმპორტიორებს უნდა გავუხსნათ გზა. მე ვიცი, რომ მანამდე მედიკამენტის იმპორტისთვის ნებართვის აღებას 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა. ეს შევამცირეთ 7 დღემდე და გვინდა, რომ ბაზარი მაქსიმალურად გავხსნათ, რომ მეტმა შემოიტანოს, მეტი კონკურენცია იყოს, ნაკლები ფასები იყოს და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს თანხებს დაუზოგავს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს