ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული, რაციონალური და დაბალანსებული გადაწყვეტილებები - არც ეკონომიკა დაზარალდა და ჯანდაცვის კუთხით ოპტიმალური სურათი გვქონდა

ხელისუფლების მხრიდან მიღებულ იქნა პრაგმატული, რაციონალური და დაბალანსებული გადაწყვეტილებები. არც ეკონომიკა დაზარალდა და ჯანდაცვის კუთხით ოპტიმალური სურათი გვქონდა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვის პრაქტიკა.

ამით ის გამოეხმაურა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებდა კორონავირუსის ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„შარშან გვქონდა თითქმის 11%-იანი ეკონომიკური ზრდა და ამასთან ერთად გვქონდა ოპტიმალური სურათი ჯანდაცვის კუთხით. როგორც იცით, მსოფლიოს მასშტაბით იყო ძალიან მძიმე ვითარება. საქართველოში ციფრებზე ეს აისახა, თუმცა ოპტიმალური სურათის შენარჩუნება ჩვენ მოვახერხეთ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან ერთად, რაც იყო მთავარი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება