„საქსტატი“ - იანვარში ექსპორტი 47.6%-ის გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 109.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 41.1 პროცენტით მეტია.

ამასთან, მათივე ცნობით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი წილიდან, ექსპორტი 331.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (47.6 პროცენტით მეტი).

„საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი წილიდან იმპორტი 778.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (38.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარში 446.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტი შეადგინა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს