თბილისის მერია - თბილისის მიმდებარე სოფლებში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერი, კახა კალაძე ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს კოჯორში დაესწრო.

„სამუშაოები დილის ხუთი საათიდან მიმდინარეობდა. წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზები გასუფთავებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. დაახლოებით 120 ტონა ტექნიკური მარილი გამოვიყენეთ ამ სამუშაოებისთვის. გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. პრობლემები არ შექმნილა, ტექნიკა და პერსონალი მობილიზებულია. თუ საჭირო იქნა, გაწმენდის ღონისძიებებს კიდევ გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში.

გზის გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა