სერგო ჩიხლაძე - პრემიერის განცხადება არის ანტივაქსერული, არასახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ძალიან მავნე

ეს არის არასახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ძალიან მავნე განცხადება, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, სერგო ჩიხლაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, პრემიერის განცხადება ანტივაქსერულია.

„ეს არის ანტივაქსერული განცხადება. ბატონი პრემიერის აკვიატება, რომ აცრა არაფერს შვრება, რომ საერთოდ მივუშვათ პანდემია და ა.შ.“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ჩიხლაძემ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების სტრატეგია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი პანდემიამდე და ახლაც სუსტია.

„სამწუხაროდ, მართვის სადავეები ხელიდან არის გაქცეული არა მარტო „ომიკრონის“ პირობებში, არამედ მანამდეც, ძალიან ბევრი მიმართულებით არ მიიღეს სათანადო ზომები. ხელისუფლებამ და პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრომ არასწორი განწყობები დაამკვიდრა საზოგადოებაში, რომ „ომიკრონი“ ძალიან მარტივია, შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ, მინისტრმა ისიც კი ბრძანა, ახლა კლიპებს ჩავწერ, სახლში როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს და ამით შემოვისაზღვრებითო. ვხედავთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში განცხადებებიც კი არ კეთდება“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს