„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას სწრაფი, კოორდინირებული და ქმედითი პასუხი მოჰყვება

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები რუსეთს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს დაუწესებენ, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად და მყისიერად აისახება.

„უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მობილიზება სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები, ხაზს ვუსვამთ, რომ მზად ვართ ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად", - ნათქვამია ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, რუსეთის მიერ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ „სწრაფი, კოორდინირებული და ქმედითი პასუხი მოჰყვება.“

„მზად ვართ ერთობლივად დავაწესოთ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზულად და მყისიერად აისახება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა