უკრაინამ საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენების გაგრძელების უზრუნველსაყოფად 16.6 მილიარდი გრივნა გამოყო

უკრაინის ხელისუფლება ავიაკომპანიებისთვის დაფინანსებას ზრდის, იმისთვის, რომ საკუთარი საჰაერო სივრცე კომერციული ფრენებისთვის ღია დარჩეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ფრენების გაგრძელების უზრუნველსაყოფად მთავრობამ 16.6 მილიარდი გრივნა (420 მილიონი ფუნტი) გამოყო.

„ეს გადაწყვეტილება დაასტაბილურებს ვითარებას საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდურმა ავიაკომპანია KLM-მა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში რეისებს წყვეტს, გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ში კი განაცხადეს, რომ ამ საკითხს განიხილავენ. ამასთან, ავიაკომპანია Wizz Air-მა დღეს განმარტა, რომ უკრაინაში ავიარეისების შესრულებას აგრძელებს, თუმცა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო