საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ქუთაისში ახლად ამოქმედებული მედიაციის ცენტრების მედიატორებს შეხვდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი 14 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული სასამართლო მედიაციის ცენტრების მედიატორებს შეხვდა, რომელთაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა გაიარეს და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები გახდნენ.

ასოციაციის ინფორმაციით, სერტიფიცირების პროგრამის დებულების თანახმად სამსაფეხურიანი პროგრამა მოიცავს: 60 - საათიან ტრენინგს, პრაქტიკულ უნარ ჩვევების შემოწმების ეტაპს და რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ ჩვევების შემოწმებას. (www.mediators.ge)

"სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებს გააცნო ორგანიზაციის ფუნქციები, სტრატეგია და სამომავლო გეგმები.

თავმჯდომარემ ახლად გაწევრიანებულ მედიატორებს მიაწოდა ინფორმაცია 2022 წლიდან ამოქმედებული განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულების და მასთან დაკავშირებული დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

შეხვედრის დასრულებისას ირაკლი ყანდაშვილმა ახლად გაწევრიანებულ მედიატორებს უსურვა წარმატება პროფესიულ საქმიანობაში!", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს