ალექსანდრე ლუკაშენკო - დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტის გაჩაღებას ცდილობენ, მაგრამ თავად ბრძოლას არ გეგმავენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტის გაჩაღება სურთ, რომელშიც უკრაინა იქნება ჩართული, თუმცა თავად ბრძოლას არ გეგმავენ.

„ზუსტად ვიცი, რა სჭირდება დასავლეთს: მათ კონფლიქტის გაჩაღება სურთ. უკეთესია ომი სხვისი ხელებით, სხვა ადამიანების მონაწილეობით - დაე, დაიხოცონ უკრაინელები, რუსები, ბელარუსები“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთში მუდმივად ისმის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თემა და როგორც კი უკრაინის ომზე ყვირილი წამიერად ჩაცხრება, „ამერიკიდან ისევ მოდის სიგნალი და ეს ისტერია ხურდება“.

„ანუ გასაგებია, ვის სჭირდება ეს ომი“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო