ვლადიმერ ზელენსკი დეპუტატებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მოუწოდებს 24 საათში უკრაინაში დაბრუნდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რადას დეპუტატებსა და ოლიგარქებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მოუწოდებს, 24 საათის განმავლობაში, უკრაინისთვის გადამწყვეტი მომენტისთვის, ქვეყანაში დაბრუნდნენ.

ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოჯახიც კიევში იმყოფება.

„ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემთან ერთად, უკრაინასთან არის - ყოველგვარი პათოსის გარეშე. მე პრეზიდენტი ვარ, ჩემი მეუღლე - პირველი ლედი. საკუთარი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ეს არ არის ყველასთვის აუცილებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება ბიზნესმენებს... სხვათაშორის, მითხარით, რომ 30 ჩარტერი მხოლოდ 13 თებერვალს შესრულდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მდიდარი ქვეყანა გვაქვს. მთავარია, რომ ეს თვითმფრინავები ცარიელი გაფრენილიყო და არაფერი გაეტანათ უკრაინიდან. ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, სხვადასხვა პარტიის დეპუტატებს, მათ უნდა მივცეთ სიგნალი სახელმწიფოსგან, უმაღლესი რადასგან, სპიკერისგან, ჩემი მხრიდან პირადად მსურს ვთხოვო, რომ 24 საათის განმავლობაში ყველა მათგანი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. თუ არა და ჩვენ ყველამ, როგორც ხელისუფლებამ, ისე სახელმწიფომ სერიოზული დასკვნები უნდა გავაკეთოთ და დამიჯერეთ, რომ ჩვენ ამ დასკვნებს გავაკეთებთ“ , - განაცხადა ზელენსკიმ.

ის ასევე მიმართავს ოლიგარქებს, რომ სახელმწიფო ბიზნესზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ საწარმოებსა და თავის თანამშრომლებს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს