რამზან კადიროვი ვლადიმერ ზელენსკის მიმართავს - კლოუნადის დრო დასასრულს მიუახლოვდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინელებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიმართავს.

„კლოუნადის დრო დასასრულს მიუახლოვდა. დადგა დრო, შესრულდეს საკუთარი ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები მოსალოდნელი შედეგების თავიდან ასაცილებლად“, - წერს „ტელეგრამ-არხზე“ კადიროვი.

მისი თქმით, დღეს, ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია მინსკის შეთანხმებების შესრულება.

ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებს, რომ არც რუსეთის პრეზიდენტს და არც თავად რუს ხალხს კონფლიქტის ესკალაცია არ სურს.

„თქვენ როგორც კონსტიტუციისა და საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, უბრალოდ, ვალდებული ხართ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული მშვიდობის დასამყარებლად“ , - წერს კადიროვი.

უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში კი ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ არასოდეს დაიჯერებს, უკრაინელი ხალხი თავს დასავლური სამყაროს წევრად რომ მიიჩნევს „თავისი გადაგვარებული ღირებულებებით და რუსოფობიული ისტერიკით“.

ის იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინელები აღადგენენ ისტორიულ სამართლიანობას ყოველგვარი გარე ჩარევების გარეშე.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს