ენტონი ბლინკენი - აშშ-ის საელჩოს ოპერაციები დროებით კიევიდან ლვოვში გადაგვაქვს - მოვუწოდებთ უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს.

„მე და ჩემი გუნდი მუდმივად განვიხილავთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას. ამის გათვალისწინებით, რუსული ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, უკრაინაში ჩვენი საელჩოს ოპერაციები დროებით გადაგვაქვს კიევიდან ლვოვში,“- აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ საელჩო გააგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან და კოორდინაციას გაუწევს დიპლომატიურ ჩართულობას უკრაინაში. ასევე, გრძელდება ძალისხმევა კრიზისის დეესკალაციისთვის.

„სიფრთხილის ეს ზომები არ არყევს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას ან ერთგულებას. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ასევე ვაგრძელებთ გულწრფელ ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას რუსეთის მთავრობასთან პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ჩემი საუბრის შემდგეგ. დიპლომატიის გზა ხელმისაწვდომი რჩება, თუ რუსეთი აირჩევს კეთილსინდისიერ ჩართულობას. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პერსონალის დაბრუნებას საელჩოში, როგორც კი ამის პირობები იქნება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა