ილიაუნის პროფესორი ქეთევან კუპატაძე NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში სამ გამორჩეულ მეცნიერ ქალს შორის დასახელდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში სამ გამორჩეულ მეცნიერ ქალს შორის დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სტატიაში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, აღწერილია კარიერის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ მონაწილე სამი მეცნიერი ქალის გამოცდილება და განვლილი გზა.

„სტატიაში აღნიშნულია პროფესორ ქეთევან კუპატაძის 20-წლიანი გამოცდილება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით და ის დასახელებულია, როგორც მაგალითი და მოტივის მიმცემი ახალგაზრდა ქალი მეცნიერებისთვის.

„ყოველი ახალი კვლევით უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე, რადგან ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა სიახლის უსასრულო ძიებაა“,- განაცხადა ქეთევან კუპატაძემ. ქეთევან კუპატაძე NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ (SPS) ფარგლებში მიმდინარე კვლევაშია ჩართული და ქმნის უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელს, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის, განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურებისას. კვლევა ილიაუნის, ვენეციის კაფოსკერის უნივერსიტეტის (იტალია), კონსორციუმისა CISNA (იტალია) და პერდუს უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობით მიმდინარეობს.

სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3uEXODZ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია