ნოვაკ ჯოკოვიჩი - ანტივაქსერი არ ვარ, თუმცა, იძულებით აცრას მირჩევნია პარიზის და უიმბლდონის ტურნირებში მონაწილეობა არ მივიღო

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ ანტივაქსერი არ არის, თუმცა იძულებით აცრას ურჩევნია ტურნირში მონაწილეობა არ მიიღოს. BBC-სთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ უნდა ვაქცინაციის მოწინააღმდეგე მოძრაობასთან ასოცირდებოდეს, თუმცა მხარს უჭერს ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების თავისუფლებას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იტყვის თუ არა უარს პარიზისა და უიმბლდონის ტურნირებში მონაწილოებაზე თუ მას ვაქცინაციას მოსთხოვენ, ჩოგბურთელმა უპასუხა, რომ არ აიცრება და მზადაა ასპარეზობას დროებით გამოეთიშოს.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავიდა, სადაც საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. 16 იანვარს მან სასამართლო დავა წააგო და ქვეყნიდან გააძევეს.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია