„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოხდეს.

შესაბამისი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

„იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით უნდა ჩამოერთვას ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით. ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებულ, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი, ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ, მათ შორის, „ქართულ ოცნებას“, არცერთ შემთხვევაში ეს უსუსური ნაბიჯი არ გადადგათ, რომელიც მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ თქვენ გეშინიათ ოპოზიციის, გეშინიათ იმის, რაც მოხდა ზუგდიდში, რუსთავში, რაც მოხდება ბათუმში, რაც არის წალენჯიხაში. მეტი ამ ნაბიჯს უბრალოდ სხვა ახსნა და მიზეზი არ აქვს. ჩვენ უფრო გავძლიერდებით. მე არ მიკვირს ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელსაც ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჰყავს და ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ კეთილდღეობასა და ჯიბეზე იზრუნოს და ქუჩაში, სიცივეში შიმშილობენ მოქალაქეები. დიახ, ჩვენ გვიწოდებენ რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ ვიქნებით რადიკალური ყველა იმ პრინციპულ, ღირსეულ და უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც აწუხებს დღეს საქართველოს მოსახლეობას და თავისუფლება მიშას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს