გიორგი ბოტკოველი - მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი უხერხულია - მამამისი ყვარელში სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა

მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი უხერხულია. მისი ოჯახის წევრი - მამა, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საკუთარი კომფორტის შექმნით არის დაკავებული და ნაკისრი ვალდებულებები არ აინტერესებთ.

„არ მინდა ვინმეს შევახსენო საკუთარი წარსული, მაგრამ ცოტა უხერხულია ბატონი მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელსაც ის წარმოადგენს. ასევე მისგან უხერხულია მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი. მინდა მას შევახსენო და თუ ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია გადავუგზავნო და მერე თქვენ "ჩათში" განიხილოთ, თუ როგორ სვამდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი მისი ოჯახის წევრი - მამა სამეზობლოში, ყვარელში. რაც შეეხება თქვენს საქმიანობას, უკვე ყველა კარგად დარწმუნდა, რომ არ გაინტერესებთ თქვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. აქ მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, რომ საკუთარი კომფორტი შეიქმნათ და არ ისმოდეს ოპოზიციის ხმა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლისთვისაც ემზადებით, რომ უფლებამოსილება შეუწყვიტოთ ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, სწორედ ამას უკავშირდება. თქვენი მთავარი მიზანი ოპონენტების დევნაა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ისიც, თუ როგორ ზის ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი ოპონენტია, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი წვლილი აქვს იმ ქვეყნის განვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლის განვითარებასაც თქვენ ყოველდღიურად კლავთ. არ გაინტერესებთ რა ხდება რეგიონებში, თვითმმართველობა გაანადგურეთ! პრობლემას პრობლემაზე უმატებთ. იმის ნაცვლად, რომ დაპირებები შეასრულოთ, ფასები გააორმაგეთ და გაასამმაგეთ, გააათმაგეთ კომუნალური ტარიფები და ფასები პროდუქტებზე. თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ, დანარჩენი მოსახლეობა - სხვა საქართველოში. მილიონებს, რომელზეც აცხადებთ, რომ ხარჯავთ ყოველწლიურად, თურმე იპარავთ და ამას ფაქტები ადასტურებს. წყლის გარეშეა დარჩენილი ნახევარი საქართველო და ამის ნათელი მაგალითია ქალაქი თელავი. სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც ხალხს და გლეხს უნდა ემსახურებოდეს, რეალურად თქვენს ჩინოვნიკებს ემსახურება და მათ კეთილდღეობაზეა მორგებული“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ, მისივე შეფასებით, „ფეიკნიუსებთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს 2-3 საათის ე.წ. პიარული წარმატებისთვის.

„ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები საგნებს თავის სახელს არქმევდნენ, ამ მოვლენას მარტივად ერქვა აფერისტობა და ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ აფერისტები. 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი და ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების არის „ფეიკი“, „ფეიკნიუსი“, „ფეიკინდუსტრია“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ და ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რომელიც „ფეიკს“ გააჩნია.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა