15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც ომის დასავლური პროპაგანდის მარცხის დღე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა „ფეისბუქში“ წერს.
„ისინი დაამცირეს და გაანადგურეს ერთი გასროლის გარეშე“, - წერს ზახაროვა.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილი საკუთარ ბაზებზე ბრუნდება.