სახელმწიფო დუმა ვლადიმერ პუტინს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით მიმართავს

სახელმწიფო დუმამ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

დუმამ განიხილა ორი პროექტი, „კომუნისტური პარტიისა“ და „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილი ვარიანტები. „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილი ვარიანტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის გავლას ითვალისწინებდა, „კომუნისტური პარტიის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტი კი პრეზიდენტთან მის დაუყოვნებლივ გადაგზავნას.

„კომუნისტური პარტიის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს მხარი 351-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 16 წავიდა, ერთმა თავი შეიკავა, „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილ ვარიანტს კი - 310-მა დეპუტატმა, რის შედეგადაც „კომუნისტური პარტიის“ დოკუმენტი შეირჩა. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მიმართვა პრეზიდენტს პირდაპირ გადაეგზავნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა