რელიგიის საკითხთა სააგენტოს და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი გლდანისა და მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს შეხვდნენ და მათ ორასამდე სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი, დავით ფაცაცია. საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს