ვლადიმერ პუტინსა და ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის შეხვედრა დაიწყო.„რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ რთულ ვითარებაზე - რაც შეეხება მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს ახლა შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა შოლცმა შეხვედრის დაწყებამდე.

ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას დაეთმობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს