რევაზ სოხაძე, უკანონო შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით, საკრებულოს ოპოზიციას არათანმიმდევრულობასა და პოლიტიკურ სპეკულაციაში  ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე საკრებულოს სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. რევაზ სოხაძემ ოპოზიციონერი კოლეგები არათანმიმდევრულობასა და ამ თემით სპეკულაციაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, შესაძლოა ოპოზიცია თვლის, რომ აღნიშნული თემა პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ ეს ასე არ არის.

„არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკურად გამოყენება. ის, რაც აფრიკაში ხდება არის ჩვეულებრივი მიტაცება. აქ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ამბით ხელს ითბობს. ის, რაც აფრიკაში და სამწუხაროდ, თბილისის რამდენიმე უბანში ხდება არის სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების უკანონო მიტაცება. ამ პროცესმა მიიღო შეუქცევადი სახე, ამიტომ ამის გაჩერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მერიის შესაბამის სამსახურებს ადეკვატური რეაგირება აქვთ. ჩვენ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს მერიას და გვერდში ვუდგავართ მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ვისაც საცხოვრებელი მართლა არ აქვს, თბილისის მერია ღია ცის ქვეშ არავის ტოვებს.

რევაზ სოხაძის თქმით, როდესაც კახა კალაძე ამბობს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ეს ასეც უნდა იყოს.

„ყველაფერზე კამათი და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენთან დავა არ შეიძლება. როდესაც თქვენ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ობიექტურები ხართ, ჩვენ საწინააღმდეგოს არ ვამბობთ. ჩვენც ვაღიარებთ და ვცდილობთ რაც რაციონალურია გავიგოთ. თქვენც შეეცადეთ, რომ გაიგოთ და რადგან კახა კალაძის ნათქვამია აუცილებელი არ არის საწინააღმდეგო ამტკიცოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა