ვლადიმერ პუტინი - 30 წლის წინ გვითხრეს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა ჩვენს კართანაა

30 წლის წინ ჩვენ გვითხრეს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, თუმცა ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა ჩვენ კართანაა, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ახლა, ამას უნდა მივაღწიოთ მოლაპარაკებების გზით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები ყურადღებით მოგვისმენენ და ნათქვამს სერიოზულად მიიღებენ“, - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა უსაფრთხოებისა და რაკეტების განლაგების საკითხებზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა