ნატო-ში აშშ-ის ელჩი - საქართველო და უკრაინა ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან - ალიანსის კარი ღიაა

ვფიქრობ, ნატო-ს ყველა წევრი აცნობიერებს, რა მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვაქვს როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნატო-ს თავდაცვის დაგეგმილ მინისტერიალზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩვენი უკრაინელი და ქართველი მეგობრებისთვის საკმაოდ მკაფიო გზავნილები გაკეთდება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოებისთვის კარი ღიაა“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.

მისი თქმით, რუსეთ-ნატოს საბჭოზე გარკვევით ითქვა, რომ ალიანსი რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის საკითხს არ განიხილავს.

„მზად ვართ, განვიხილოთ სხვა საკითხები, იარაღის კონტროლი, გამჭირვალობა, რისკის შემცირება. რაც შეეხება ღია კარს, ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ შევინარჩუნებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ განცხადება, რაც გასული ზაფხულის სამიტზე მოისმინეთ მნიშვნელოვანი შეხსენება იყო იმისა, რამდენად მტკიცედ იცავენ მოკავშირეები ღია კარის პოლიტიკას“, - აღნიშნა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს