საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.მოქალაქეებმა რუსეთისგან უკრაინის მიმართ შესაძლო სამხედრო აგრესია გააპროტესტეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

"მე შემოვუერთდი დაანონსებულ აქციას, რადგან ჩემი მთავარი სათქმელი არის რომ ვაპროტესტებ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც არამარტო უკრაინას ეხება, საქართველოსაც ეხება, მსოფლიო წესრიგს ეხება.

ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, მოქალაქეები, რომლებსაც გვიყვარს სამშობლო, გვიყვარს ჩვენი მეგობრები და გვინდა, რომ იყოს მსოფლიოში მშვიდობა.

აქ ფეთქავს გულები უკრაინისთვის და მათი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა აქციის მონაწილე ნანა ამისულაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს