ვლადიმერ პუტინი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ისე, რომ გამოვიდეთ მინსკის შეთანხმების ბოლომდე არარეალიზებული შესაძლებლობებით

რუსეთის დუმის მოწოდებაზე პრეზიდენტისადმი, აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დეპუტატები ზუსტად გრძნობენ საზოგადოებრივ აზრს.

„სახელმწიფო დუმაში კენჭისყრა, ვფიქრობ, ასე თუ ისე, დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ამასთან, რადგან პარლამენტის დეპუტატები, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთშიც ორიენტირებულები არიან საზოგადოებრივ აზრზე, თავისი ამომრჩევლის მოსაზრებებზე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სრულიად აშკარაა, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა უთანაგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს, მხარს უჭერს მათ და იმედოვნებს, რომ იქ ვითარება მათთვის უკეთესი მიმართულებით ძირფესვიანად შეიცვლება.

„მე ამოვალ იქიდან, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ისე, რომ გამოვიდეთ მინსკის შეთანხმების ბოლომდე არარეალიზებული შესაძლებლობებით“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის დუმამ დღეს კენჭი უყარა პრეზიდენტისადმი მიმართვას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის შესახებ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში