ოლაფ შოლცი - დიპლომატიური მოლაპარაკებების შანსი ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენი "წყეული მოვალეობაა" ევროპაში ომის თავიდან არიდება

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების განლაგება საშიში და გაუგებარი მოქმედებაა.

ამასთან, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რეგიონში დეესკალაცია უნდა მოხდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენს.

„სასწარაფოდ აუცილებელია, მოხდეს დეესკალაცია, რათა თავიდან ავირიდოთ ომი ევროპაში. დიპლომატიური მოლაპარაკებების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი წყეული მოვალეობაა ევროპაში ომის თავიდან არიდება. ჩვენთვის, გერმანელებისთვის, ისევე როგორც ყველა ევროპელისთვის, მნიშვნელოვანია, მდგრადი უსაფრთხოების მიღწევა არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად მოხდეს“, -განაცხადა მან.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ სურს სამმხრივი მოლაპარაკებები საკონტაქტო ჯგუფში წარიმართოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს