გერმანიის კანცლერი - ნატოს გაფართოების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

ნატოს გაფართოების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ნატოს გაფართოების საკითხის განხილვა არ იგეგმება, ეს საკითხი არ განიხილება. ის ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ამ თემით არ დავკავდებით, ვიდრე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ თანამდებობებზე“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარება გახდება პოლიტიკური კატასტროფა, რომელიც დაარღვევს მინსკის შეთანხმებას.

„ეს ნიშნავს, რომ პროცესი შეწყდება, რაც იქნება პოლიტიკური კატასტროფა“ , - განაცხადა კანცლერმა.

პუტინი-შოლცის დღევანდელი შეხვედრა კრემლში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

რუსეთის დუმამ დღეს კენჭი უყარა პრეზიდენტისდმი მიმართვას, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის შესახებ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე