სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა საჭიროებას, დაინახოს შემოწმებადი, სანდო, მნიშვნელოვანი დეესკალაცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრისას გაიმეორა შეერთებული შტატების "ვალდებულება გააგრძელოს დიპლომატიური გადაწყვეტა იმ კრიზისიდან, რომელიც მოსკოვმა გამოიწვია".

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მოუთმენლად ელის მოსკოვის ოფიციალურ პასუხს წერილობით დოკუმენტზე.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ლავროვის თქმით, პასუხი უახლოეს დღეებში იქნება გადაცემული.

„ბლინკენმა გაიმეორა აშშ-ის მუდმივი შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზი გაუსვა საჭიროებას, რომ დაინახოს შემოწმებადი, სანდო, მნიშვნელოვანი დეესკალაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს, აშშ რჩება დიპლომატიური გზის ერთგულები და სჯერა, რომ რჩება ფანჯარა კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა