ჟან-ივ ლე დრიანი - თუ რუსეთი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებს, ეს იქნება თავდასხმა იარაღის გარეშე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, თუ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობას“ აღიარებს, ეს იქნება "თავდასხმა იარაღის გარეშე".

"ეს იქნება ერთგვარი თავდასხმა იარაღის გარეშე. ეს იქნება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტისთვის ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ჟან-ივ ლე დრიანი - თუ რუსეთი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებს, ეს იქნება თავდასხმა იარაღის გარეშე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა