ალექსეი ნავალნის ახალ ბრალდებებს უყენებენ, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო.

ბრალდებების თანახმად, ნავალნიმ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ მიღებული შემოწირულობებიდან 4.7 მილიონი აშშ დოლარი მიითვისა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კრემლის კრიტიკოსს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სასამართლო პროცესი პოკროვის კოლონიაში იმართება, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის.

„თქვენ აპირებთ გაახანგრძლივოთ ჩემი პატიმრობის ვადა, რას ვიზამთ? ადამიანების საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი პიროვნების ბედი. არ მეშინია,“ - აღნიშნა ნავალნიმ სასამართლო მოსმენაზე.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, სადაც ის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო სამკურნალოდ იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო