ევროკავშირში რუსეთის ელჩი - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება - ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს

ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ გეგმავს.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არანაირი ესკალაცია არ არის დაგეგმილი მომავალ კვირაში, ან ერთი კვირის შემდეგ, ან მომავალ თვეში”, - თქვა ელჩმა და დასძინა: ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს.

რუსეთის უკრაინაში სავარაუდო შეჭრის შესახებ განცხადებების კომენტირებისას რუსმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

„როდესაც თქვენ აცხადებთ ასეთ პრეტენზიებს - ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს რუსეთის წინააღმდეგ - ისინი მტკიცებულებებით უნდა გაამყაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება“, - განაცხადა ჩიჟოვმა.

იხილეთ ვიდეო: ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს... - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა