ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იწყება

ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.

„ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს თავდაცვის მინიტრები საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინიტრებსაც შეხვდებიან.

„თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან ჩვენს კოლეგებს უკრაინიდან და საქართველოდან, იმისთვის, რონ განიხილონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების საკითხი. ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს