თამარ გაბუნია - ინფიცირების შემთხვევები გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით ამ ეტაპზე დაღმასვლა შეიმჩნევა.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოლოდინია, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, მარტის ბოლომდე უკეთესი მდგომარეობა იქნება, თუმცა მისივე თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა