მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, დეკანოზის საქმეზე არაკონსტიტიციური ნორმების გამოყენებას ასაჩივრებენ

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე დეკანოზის საქმეზე არაკონსტიტიციური ნორმების გამოყენებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს. მისი თქმით, ისინი რამდენიმე ნორმასთან ერთად, ასაჩივრებენ ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის ვალებულებასაც.

„ციანიდის“ საქმეზე ადვოკატები რამდენიმე კონსტიტუციონალისტთან ერთად ვასაჩივრებთ იმ არაკონსტიტუციურ ნორმებს, რომელიც პროკურატურამ და სასამართლომ გამოიყენა დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეზე ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულების სახით და რომლითაც ჩვენ შეგვეზღუდა, როგორც დაცვის ეფექტური განხორციელების უფლება გამოძიების ეტაპზე, ასევე, სასამართლო ეტაპზეც. ეს არ მოიცავს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ საჯაროდ საუბარი გვეკრძალებოდა, ეს მოიცავს ასევე, იმ ნაწილსაც, რომ ჩვენ ვერ ვახერხებდით რიგი მტკიცებულებების მოპოვებას და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესრულებას, რაც ხელს გვიშლიდა იმაში, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებები სათანადოდ დაგვეცვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა, არაკონსტიტიციურად იქნას ცნობილი აღნიშნული ნორმები და აქვე, მინდა განვაზოგდო თემა და დავამატო, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმისათვის. ნებისმიერ ისეთ საქმეზე, სადაც სახელმწიფოს ინტერესი არის მაღალი და დაცვის უფლებას არაერთ რეზონანსულ საქმეზე ზღუდავენ სახელმწიფოს წარმომადგენლები უკანონოდ, ყველა ასეთ საქმეზე გავრცელდება, თუკი, ჩვენ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე აღნიშნულის წარმოებას წარმატებით დავასრულებთ“, - განაცხადა ფანცულაიამ.

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლომაც გაავრცელა. სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

„2022 წლის 16 და 17 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1264).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ხოლო გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვისას გამომძიებლის/პროკურორის სახელმძღვანელო სტანდარტი, რაც მათ, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალოთ, რაც მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას იწვევს. გარდა ამისა, მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესს. ასევე, ბრალდებულისათვის პაემანის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა