შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

„14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, 16 თებერვალი გამოცხადდა უკრაინის ერთიანობის დღედ და მსურს, ამ მძიმე პერიოდში უკრაინისთვის, ეს დღე მივულოცო ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. დღეს უკრაინის საელჩოში გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და მხნეობას ამ მძიმე პერიოდში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!