საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი კლინიკაში გარდაიცვალა

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გენადი ბესტაევი პალიატიური მკურნალობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, გენადი ბესტაევი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გასული წლის 15 ნოემბერს შეიწყალა.

ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შეწყალების გადაწყვეტილება მისი ავადმყოფობის გამო მიიღეს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მომენტში ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა