17 თებერვალს აბიტურიენტების კითხვებს უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს - ონლაინ ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს 2022 წლის გამოცდებთან დაკავშირებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრონულ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 17 თებერვალს, 12:30 საათიდან 13:30-საათამდე აბიტურიენტების კითხვებს უპასუხებს და 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე.

„შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. შეხვედრისთვის განკუთვნილი ბმულის ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეკემბრის თვიდან მართავს. შემდეგი ღია კარის დღის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge მომდევნო კვირის დასაწყისში განთავსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა