იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც საგადასახადო ორგანომ, გამონაკლისის სახით, შეიძლება გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ემატება

იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც საგადასახადო ორგანომ, გამონაკლისის სახით, შეიძლება გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ემატება.

ამასთან დაკავშირებით „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

„საგადასახადო კოდექსის“ თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. ამასთან, კანონი ცალკეული უწყებებისთვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. სწორედ მათ ჩამონათვალს დაემატა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

როგორც უწყება განმარტავს, კანონის მიღების შედეგად საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისთვის პირობები გაუმჯობესდება.

„საგადასახადო ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სააგენტოსთვის გახდება ქმედითი ბერკეტი ეფექტიანად უზრუნველყოს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სათანადო ანალიტიკური/სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება. სააგენტოს საშუალება მიეცემა მეტად ეფექტურად განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს