ვითიბი ბანკსა და იტალიის საელჩოს შორის 10-წლიანი თანამშრომლობა გაგრძელდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2022 წელს, საქართველოში ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს.

აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.

ვითიბი ბანკი, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ , „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“, "Evidence. A New State of Art”, ექსპოზიცია „მარადიული რომი“, გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი, თანამედროვე ბალეტის მსოფლიო პრემიერა „ბიატრიჩე“ და სხვა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველ მაყურებელს კიდევ არაერთხელ მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს