დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რეაგირება მოახდინა მასზე, მხედველობაში მიიღო, მაგრამ აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სათათბიროს მოთხოვნა „ნამდვილად არის ძალიან მკაფიო ნიშანი, რომელიც მიუთითებს დეპუტატების განწყობაზე და საზოგადოებრივ აზრში გაბატონებულ თვალსაზრისზე“, მაგრამ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ხელშეწყობა, რაც შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ „მინსკის ღონისძიებათა პაკეტის” განხორციელებაში ყოველმხრივი წვლილის შეტანით.

„სწორედ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი“, - განაცხადა პესკოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა