მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ სადახლოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მოქალაქეთა საჭიროებები და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები.

„მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს. სოფლის საერთო კრებებზე შეირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული პროექტები.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა