დავით ნარმანიას განცხადებით, "თელასსა“ და „თელმიკოში“ მიმდინარე შემოწმების სრულ ანგარიშს შესაბამისი ჯგუფი 3 მარტისთვის წარმოადგენს

"თელასისა" და "თელმიკოს" დარიცხვების კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობს, ამ ეტაპისთვის, ცალკეული პატარ - პატარა ხარვეზებია აღმოჩენილი, 3 მარტისთვის შემოწმების ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს სრული ანგარიში, რომელზე დაყრდნობითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს ეროვნული მარეგულირებელო კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, აბონენტებს, რომლებიც თვლიან, რომ ხარჯები არასწორად დაერიცხათ და სემეკში გაასაჩივრებენ, შესწავლის დასრულებამდე გადასახადის გადახდა გადაუვადდებათ.

მისი თქმით, დადგენილი წესით, შესაბამისი საჩივრის დაწერისას, აბონენტები უთითებენ, რომ თანხის გადავადება სურთ.

"მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა შემოწმების ჯგუფი, რომელიც უშუალოდ ადგილზე სწავლობს "თელასში" და "თელმიკოში" არსებულ მონაცემებს. ჩვენი დავალების საფუძველზე შემოწმების ჯგუფი შეისწავლის და სწავლობს როგორც მრიცხველების წაკითხვის მდგომარეობას, ასევე, აღებული მაჩვენებლების ბაზაში ასახვას, დარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ქვითრების დაგზავნას და ჩვენს მიერ დადგენილ წესებთან შესაბამისობას. კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობს დარიცხვების საკითხების. არის ამ ეტაპისთვის, ცალკეული პატარ- პატარა ხარვეზები აღმოჩენილი, თუმცა, შემოწმების ჯგუფი კვლავაც ადგილზეა და მათ მარეგულირებელი კომისიისთვის შუალედური ანგარიში ჯერ არ წარმოუდგენიათ, როცა შუალედური შედეგები ექნებათ, წარმოდგენენ ამ ანაგრიშს და 3 მარტისთვის, ეს არის ბოლო ვადა, როცა ჯგუფმა უნდა წარმოგვიდგინოს სრული ანგარიში და ანალიტიკური მასალა, რომელზე დაყრდნობითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით.

თუ ვინმეს ზედმეტად აქვს დარიცხული გადასახადი ან არასწორად, მათ ეს რა თქმა უნდა, დაუკორექტირდებათ და მომდევნო პერიოდის გადასახდელების ანგარიშში დაუჯდებათ, ამდენად აბონენტები არაფერს დაკარგავენ. იმ შემთხვევაში თუ აღმოვაჩენთ,რომ მასიურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება ადეკვატური და კომპანიები დაჯარიმდებიან. ამდენად რეაგირების ადეკვატურობა და მოცემულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მასშტაბის დარღვევებთან გვექნება საქმე", - განაცხადა ნარმანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა