თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, ნატოს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ადმირალ ბაუერთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს. საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საერთაშორისო მისიებში“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს