ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერისგან დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველები სამძებრო- სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ. ქალაქში დამატებით სამაშველო ჯგუფებს ელოდებიან.

პეტროპოლისში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სტიქიისგან დაზიანებული შენობები და ავტომობილები ჩანს.

ცნობისათვის, 2011 წელს, პეტროპოლისსა და მეზობელ ქალაქებში მეწყერის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს