მედია - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან კიდევ 7 000 ჯარისკაცი გაგზავნა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან მობილიზებული საკუთარი ძალები კიდევ 7 000 ჯარისკაცით გაზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის შესახებ, მაშინ როცა არაოფიციალურად ომისთვის მობილიზებას ახორციელებენ,“ - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, ყალბი საბაბი გამოიყენოს.

”ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ ცრუ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიისგან უახლოეს დღეებში. არ ვიცით, რა ფორმა ექნება ცრუ საბაბს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო მზად არის,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა