ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით - არსებობს გარკვეული უხერხულობა ამასთან დაკავშირებული და როგორც კი ეს მოიხსნება, მაშინვე გავაკეთებთ განცხადებას

დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, არსებობს გარკვეული უხერხულობა და როგორც კი ეს უხერხულობა მოიხსნება, მმართველი გუნდი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას მაშინვე გააკეთებს.

„მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს ღია კოალიცია, მეტი ფაქტი და მტკიცებულება არავის არ სჭირდება, ეს არჩევნების წინ იყო განსაკუთრებით შოკისმომგვრელი. არსებობს გარკვეული უხერხულობა დაკავშირებული ამასთან და როგორც კი ეს უხერხულობა მოიხსნება მაშინვე გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ 360 გრადუსი“ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა