„თიბისი“ სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის ახალ ინიციატივებს ახორციელებს

„Z x სტარტაპერი“ - ასე ჰქვია ინიციატივების ერთობლიობას, რომელსაც „თიბისი“ სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის, პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში ახორციელებს. „თიბისის“ ცნობით, „Z x სტარტაპერი“ Z თაობის სტარტაპერებისთვის ბიზნესის წამოწყების და განვითარების გამარტივებას და მათი საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

„ახალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის სტრატეგიის მნიშვენლოვანი ნაწილია. გვინდა, ქვეყანაში უმცროსი თაობის ანტრეპრენერებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების შესაძლებლობა გავუმარტივოთ და ახალი თაობის სტარტაპერების ეკოსისტემა შევქმნათ. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებში ანტრეპრენერული სულისკვეთება წავახალისოთ და მათ სტიმული მივცეთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღონ, მასშტაბურად იაზროვნონ, შეცდომებზე ისწავლონ. საბოლოოდ კი, წარმატებული ბიზნესები აშენონ და ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება შექმნან“, - აღნიშნა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ინიციატივები, რომლებსაც თიბისი სტარტაპერების ახალი თაობის მხარდასაჭრად ახორციელებს:

  • სტარტაპ განათლება - სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ონლაინ კურსები, რომლებიც დამწყებ სტარტაპებს მნიშვნელოვან და სასარგებლო ცოდნას და რჩევებს უზიარებს;
  • გარე ბაზრობები - მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის გარე ბაზრობებზე სტარტაპერებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი პროდუქცია გაყიდონ და მომხმარებლები გაიცნონ. გარე ბაზრობები ხელს უწყობს ერთი მხრივ, სტარტაპის განვითარებას, მეორე მხრივ კი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო ახალი ქართული სტარტაპი;
  • “სტარტაპ მარათონი” - ალტე უნივერსიტეტის და თიბისის ერთობლივი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის (მე-10-მე-12 კლასელებისთვის), სადაც ახალგაზრდები საკუთარ სტარტაპ იდეებს მენტორებთან და ტრენერებთან ერთად დაამუშავებენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. Z x Startuperi გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარიან პრიზს გადასცემს;
  • აპლიკაციების კონკურსი - პროექტი ტექნოლოგიური სტარტაპების აღმოჩენას და განვითარებას ემსახურება,როგორც ფინანასური, ისე ტექნოლოგიური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.
  • ახალგაზდრა სტარტაპერების და მათი ბიზნესების მარკეტინგული მხარდაჭერა და სხვადასხვა ფორმატის კონტენტის გაზიარება,მათ შორის: ვიდეო, ბლოგი, ფოტო რეპორტაჟი და სხვა.

„სტარტაპერი“ „თიბისის“ პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს, როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://startuperi.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა