უკრაინული მედია - საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლუგანსკის ოლქში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, -უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, სტანიცა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს. ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ორმა სამოქალაქო პირმა ტვინის შერყევა მიიღო. ამასთან, გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც და დასახლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში სასწრაფოდ გადაიყვანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა