ვლადიმერ ზელენსკი - არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი და ვთქვათ, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს ჩვენი ნატო-ში ყოფნა - ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია

ნატო არის უსაფრთხოების გარანტი. ასე რომ, როგორ შეიძლება ავირჩიოთ სხვა გზა? ჩვენთვის ეს არის გარანტია, არ დავკარგოთ დამოუკიდებლობა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა „გრძელი“ იქნება.

„ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ამ გზაზე ყველაზე მთავარია, არ დავკარგო ჩემი ქვეყანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, რას ფიქრობს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რომელსაც უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანება არ სურს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი და ვთქვათ, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს ჩვენი ალიანსში ყოფნა. ეს ასე არ არის.“

„ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო